სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარ შემზარავ ავტოსაგზაო შემთხვევას გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მეუღლეს, 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილს, მორიგ ემოციურ პოსტს უძღვნის.
ლიკა კუჭუხიძე არქივიდან მათ ერთობლივ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ იმ ბედნიერი დღეების უკან დასაბრუნებლად ყველაფერს დათმობდა.
„ყველაფერს დავთმობდი და ნეტავ შეიძლებოდეს ან შემეძლოს, ამ წლების, ამ წამების, ამ საათების, ამ დღეების, უკან დაბრუნება.❤️😔“, – წერს ლიკა კუჭუხიძე.
24 ოქტომბერს მომხდარმა ავარიამ, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა, მთელი საქართველო შეძრა. ავტომობილში მყოფი ლიკა კუჭუხიძე შემთხვევას სასწაულით გადაურჩა, თუმცა მისი მეუღლე მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გოგონა სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს მოგონებებს და საზოგადოებას საკუთარ დიდ ტკივილს უზიარებს.
