LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რას ვიფიქრებდით, ეს სურათი ჩვენი ბოლო სურათი რომ იქნებოდა, ამ დღიდან 6 დღეში გამიფრინდი ანგელოზად და თან წაიყვანე ჩვენი პატარაც“ – რა კადრებს ავრცელებს ავარიას გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძე

972
ლიკა კუჭუხიძე

სამტრედია-აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში ლიკა კუჭუხიძე და მისი მეუღლე, ბაჩო ლასარეიშვილი იმყოფებოდნენ.

სამწუხაროდ, ბაჩო მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

ავარიას სასწაულებრივად გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძე სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და გარდაცვლილ მეუღლეს ემოციურ პოსტს უძღვნის.

„რას ვიფიქრებდით, ეს სურათი ჩვენი ბოლო სურათი რომ იქნებოდა. ამ დღიდან 6 დღეში გამიფრინდი ანგელოზად და თან წაიყვანე ჩვენი პატარაც“, – წერს ლიკა კუჭუხიძე.

„ნუგეში ეკლესიაში ვიპოვე. ჩემი თხოვნა იქნება მათთან, ვინც ჩემს გზას გადის – ტაძარში იარონ, მამაოს ესაუბრონ და მანდ იპოვიან ნუგეშს და სულიერ სიმშვიდეს…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური ინტერვიუ „იმედის“ გადაცემაში „ნოესთან“

ვიდეო: „სად უნდა წავსულიყავი თუ არა ჩემი მეუღლის სახლში, სადაც მან მიმიყვანა და დამტოვა? ჩემმა დედამთილმა ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა“ – ლიკა კუჭუხიძე

რას ვიფიქრებდით, ეს სურათი ჩვენი ბოლო სურათი რომ იქნებოდა. ამ დღიდან 6 დღეში გამიფრინდი ანგელოზად და თან წაიყვანე ჩვენი პატარაც.😔❤️

Posted by Lika Kuchuxidze on პარასკევი, 24 აპრილი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები