LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს 24-ივნისია, ის დღეა როცა ჩვენ გავიპარეთ…1-წელი შეგვისრულდებოდა, მაგრამ ახლა ძალიან ტკივილიანი დღეა“ – ლიკა კუჭუხიძის სევდიანი პოსტი

1895
2026-06-24_01-36-01_492843

სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარ შემზარავ ავტოსაგზაო შემთხვევას გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მეუღლეს, 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილს, მორიგ ემოციურ პოსტს უძღვნის.

როგორც ლიკა წერს, ისინი 1 წლის წინ სწორედ დღეს, 24 ივნისს გაიპარნენ.

„დღეს 24-ივნისია, დღეს ის დღეა როცა ჩვენ გავიპარეთ. ეს დღე სულ სხვანაირი უნდა ყოფილიყო, რადგან 1-წელი შეგვისრულდებოდა ცხოვრება, მაგრამ ახლა ძაალიან ტკივილიანი დღეა ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, რომ შენთვისაც ძაალიან მტკინვეული დღეა.

4-წელი ერთარ გავიარეთ, შევქმენით დაუვიწყარი მოგონებები, უამრავი დაუსრულებელი წამები, რათქმაუნდა ბევრი დაბრკოლებებიც შეგხვდა ამ 4-წლის მანძილზე, მაგრამ ყველაფერს ერთად გავუმკლავდით და გადავიტანეთ. მაგრამ 24-რიცხვი, ვერასდროს იქნება მხოლოდ ბედნიერების მომტანი, რადგან სწორეს ამ 24-მა რიცხვმა წამართვა შენი თავი და ბედნიერება. ამ რიცხვმა ძაალიან დიდი სიცარიელე გააჩინა ჩემში და ძაალიან დიდი ტკივილი მომაყენა.

4–წელი შეყვარებულობის პერიოდი.
24–ივნისი, დასაწყისი უდიდესი ბედნიერების.
4–თვე ცოლქმრული თანაცხოვრების.
24–ოქტომბერი, დასაწყისი უდიდესი ტკივილის.
როგორ დაჩაგრა ამ რიცხვებმა ჩვენი სიყვარული. ყველაზე მეტად ჩვენ უერთმანეთობას არ ვიმსახურებდით. შეხვედრამდე ჩემო ცხოვრების მთავარო ადამიანო“, – წერს ლიკა კუჭუხიძე.

24 ოქტომბერს მომხდარმა ავარიამ, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა, მთელი საქართველო შეძრა. ავტომობილში მყოფი ლიკა კუჭუხიძე შემთხვევას სასწაულით გადაურჩა, თუმცა მისი მეუღლე მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გოგონა სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს მოგონებებს და საზოგადოებას საკუთარ დიდ ტკივილს უზიარებს.

„ნუგეში ეკლესიაში ვიპოვე. ჩემი თხოვნა იქნება მათთან, ვინც ჩემს გზას გადის – ტაძარში იარონ, მამაოს ესაუბრონ და მანდ იპოვიან ნუგეშს და სულიერ სიმშვიდეს…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური ინტერვიუ „იმედის“ გადაცემაში „ნოესთან“

„2 თვე გაუნძრევლად ვიწექი რეანიმაციაში… ჩემი ასეთი გარეგნობა როგორ გაკვირვებთ? რაც არ უნდა ადამიანი შეცვლილი იყოს, ეს როგორ უნდა დაუწეროთ?…“ – რას წერს ლიკა კუჭუხიძე

„რას ვიფიქრებდით, ეს სურათი ჩვენი ბოლო სურათი რომ იქნებოდა, ამ დღიდან 6 დღეში გამიფრინდი ანგელოზად და თან წაიყვანე ჩვენი პატარაც“ – რა კადრებს ავრცელებს ავარიას გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძე

ვიდეო: „სად უნდა წავსულიყავი თუ არა ჩემი მეუღლის სახლში, სადაც მან მიმიყვანა და დამტოვა? ჩემმა დედამთილმა ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა“ – ლიკა კუჭუხიძე

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები