სამტრედია-აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში ლიკა კუჭუხიძე და მისი მეუღლე, 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი იმყოფებოდნენ. სამწუხაროდ, ბაჩო მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
ავარიას გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მეუღლეს ემოციურ პოსტებს უძღვნის. იგი წერს იმ დიდ სიყვარულზე, რომელიც მათ აკავშირებდათ და მოუწოდებს ყველას, დააფასონ საყვარელ ადამიანებთან გატარებული ყოველი წუთი.
„ყველაზე ძვირფასი საჩუქარი დროა. გაუფრთხილდით მას, დააფასეთ ისე, როგორც იმსახურებს უფრო მეტად, ვიდრე დღეს აფასებთ. ნუ დაკარგავთ თქვენს ძვირფას წუთებს უმნიშვნელო რამეებზე. მეტი დრო დაუთმეთ მათ, ვინც ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში. მე და ბაჩომ ჩვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები და საუკეთესო დრო ვაჩუქეთ ერთმანეთს და იმდენი მოგონებები დავაგროვეთ, ამ მოგონებებით ვიცხოვრებ მანამ, სანამ ისევ ბაჩომდე მივალ…❤️“
