LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი შეუსრულებელი ერთი წელი, ასე ტკივილიანად გამოიყურება…“ – ტრაგიკულად დაღუპული ბაჩო ლასარეიშვილის მეუღლე, ლიკა კუჭუხიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

2407
lika kuWuxiZe

ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის, ბაჩო ლასარეიშვილის მეუღლე, ლიკა კუჭუხიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტსა და ფოტოს აქვეყნებს.

წყვილს ქორწინების ერთი წელი შეუსრულდა, თუმცა ამ დღეს ლიკა საყვარელი მამაკაცის გარეშე შეხვდა.

„ნუგეში ეკლესიაში ვიპოვე. ჩემი თხოვნა იქნება მათთან, ვინც ჩემს გზას გადის – ტაძარში იარონ, მამაოს ესაუბრონ და მანდ იპოვიან ნუგეშს და სულიერ სიმშვიდეს…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური ინტერვიუ „იმედის“ გადაცემაში „ნოესთან“

„არასდროს მომწონდა სასაფლაოზე გადაღებული ფოტოები… ეს სურათიც ისე გადამიღო ჩემმა მეჯვარემ, არც კი ვიცოდი. როცა ვნახე, გულზე ძალიან მომხვდა, რადგან აქ ჩემი მთელი ტკივილი და მონატრება ჩანს. დღეს უფრო მეტად გავაანალიზე შენი არყოფნა ჩემს ცხოვრებაში და დღეს უფრო მეტად მეტკინა გული. ჩვენი შეუსრულებელი ერთი წელი, ასე ტკივილიანად გამოიყურება ახლა… 😔❤️“, – წერს ლიკა კუჭუხიძე ინსტაგრამის პირად გვერდზე.

„2 თვე გაუნძრევლად ვიწექი რეანიმაციაში… ჩემი ასეთი გარეგნობა როგორ გაკვირვებთ? რაც არ უნდა ადამიანი შეცვლილი იყოს, ეს როგორ უნდა დაუწეროთ?…“ – რას წერს ლიკა კუჭუხიძე

„რას ვიფიქრებდით, ეს სურათი ჩვენი ბოლო სურათი რომ იქნებოდა, ამ დღიდან 6 დღეში გამიფრინდი ანგელოზად და თან წაიყვანე ჩვენი პატარაც“ – რა კადრებს ავრცელებს ავარიას გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძე

გასული წლის, 24 ოქტომბერს სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარმა ავარიამ, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა, მთელი საქართველო შეძრა. ავტომობილში მყოფი ლიკა კუჭუხიძე შემთხვევას სასწაულით გადაურჩა, თუმცა მისი მეუღლე, 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

გოგონა სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს მოგონებებს და საზოგადოებას საკუთარ დიდ ტკივილს უზიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები