Backstreet Boys-მა ახალი სიმღერა – Bottle Up გამოუშვა. მხიარული და ენერგიული ტრეკი, სპეციალურად ანიმაციის – ,,ლეკვების პატრული’‘ მესამე ნაწილისთვის შეიქმნა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯგუფმა საბავშვო მულტფილმის საუნდტრეკზე იმუშავა ცნობილი მარტში გახდა, როცა მომავალი პროექტის პირველი ოფიციალური თიზერ-თრეილერი გამოვიდა.
Paw Patrol: The Dino Movie ეკრანებზე, 14 აგვისტოდან გამოჩნდება. Paw Patrol მაშველი ლეკვების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მზად არიან დახმარება გაუწიონ ყველას. ტრიკველში მოქმედება დინოზავრებით სავსე ტროპიკულ კუნძულზე განვითარდება.