LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bad Bunny Billboard-ის 12 ქვეყნის გამოცემის გარეკანზე

148
photo-collage.png (1)

,,ბილბორდმა” სპეციალური ნომერი წარადგინა, რომელიც ბედ ბანის დაეთმო.

,,Bad Bunny პუერტო-რიკოს მსოფლიოს აცნობს” – ამ სათაურით არტისტი Billboard-ის 12 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს გამოცემის ყდაზე მოხვდა, რაც ხაზს მის გლობალურ გავლენას უსვამს.

ჟურნალთან ინტერვიუში, შემსრულებელმა პოპულარობის ახალ გამოწვევებზე, საზოგადოების მხარდაჭერასა და სხვა საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ბედ ბანიმ ახალი რეკორდიც დაამყარა. მან ლისას შედეგი გააუმჯობესა, რომელიც ,,ბილბორდის” 10 ქვეყნის გამოცემის სახე იყო.

ბედ ბანი მუსიკალურად ამერიკის ეროვნული ლიგის (NFL) ტაიმებს შორის შესვენებას გააფორმებს. მე-60-ე ,,სუპერ ბოული” 2026 წლის 8 თებერვალს, Levi’s-ის სტადიონზე, კალიფორნიაში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები