კომპანია „ბადაგონში“ დღეს, დაახლოებით, 2 საათის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.
თემასთან დაკავშირებით კომპანიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა დღესვე 14:00 საათზე სასტუმრო Courtyard Marriott-ში „ბადაგონის“ დამუძნებელი გიორგი სალაყაია და კომპანიის ადვოკატი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც საგამოძიებო სამსახურის შესვლის მიზეზებსა და დეტალებზე ისაუბრებენ.