LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადრი ესებუას 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

152
Capture

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ გამოაცხადა.

თავად ბადრი ესებუამ სასამართლო დარბაზის დატოვების დროს განაცხადა, რომ განაჩენს არ ეთანხმება.

დაცვა გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა, ბრალდება კი უმაღლეს სასჯელს. განაჩენამდე რამდენიმე საათით ადრე, კიდევ ერთხელ დაიკითხა ბრალდებულიც, ის დანაშაულს არ აღიარებს. მისი თქმით,  თავდასხმის დღეს სახლში იყო, მიმალვა კი საფრთხის გამო გადაწყვიტა.

ამავე თემაზე:

ბადრი ესებუასა და მოწმეს შორის შელაპარაკება მოხდა – „მანდ ზის ცხოველი“.. „ქალბატონო ანა, სარკე არ გაქვთ სახლში“?

„იარაღი ჩემი იყო, დანაშაული არ ჩამიდენია, ასე ვფიქრობ“ – ბადრი ესებუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დამნაშავედ ცნეს და 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

„ისე აგიდგათ თქვენ გვერდები“ – ბადრი ესებუა მოწმე პოლიციელს

„ვუთხარი, ყველაფერს ეშველება და დავლაგდებით–მეთქი“ – ესებუას პროცესზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ყოფილი უფროსი დაკითხეს

პოლიციელი: ბადრი ესებუამ დაკავების შემდეგ გასაუბრებისას თქვა, რომ ბანკი მან დააყაჩაღა – ვკითხეთ, სად არის თანხა, გაიცინა, თქვა, ნახევარი დავხარჯეო

ვიდეო: როგორ გადასცემს ავთანდილ გალდავა თავდამსხმელს თანხას 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები