LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადრი ჯაფარიძე მანდატის შეწყვეტაზე: „ქართული ოცნება“ მიჰყვება ხაზს, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ დევნას გულისხმობს

86
ბადრი ჯაფარიძე

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მიჰყვება ხაზს, რომელიც მათი პარტიის პოლიტიკურ დევნას გულისხმობს.

ამ განცხადებით ჯაფარიძე დღეს, პარლამენტის საპროცედურო კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რითაც მისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტას მხარი დაუჭირეს.

„რამდენადაც ეს პოლიტიკური დევნა მომდინარეობდა მმართველი ძალიდან, მოსალოდნელიც იყო, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასეთ ინტერპრეტირებას გაუკეთებდნენ, მაგრამ, ჩვენ დაველოდოთ თვითონ სხდომის გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება, თვითონ, სამართლებრივად არსებობს თუ არა საფუძველი, ყველა დამოუკიდებელი იურისტი და სამართალმცოდნე ამბობს, რომ აქ საფუძველი მანდატის შეწყვეტის არ არსებობს. მაგრამ „ქართული ოცნება“ მიჰყვება მის ხაზს და ეს არის ხაზის ნაწილი, რომელიც გულისხმობდა ჩვენს პოლიტიკურ დევნას.“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღეს, სამი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო კომიტეტმა მხარი დაუჭირა

ნაცვლიშვილი ჯაფარიძის მანდატის შეწყვეტაზე: პარლამენტარიზმის ისტორიაში გამორჩეულად სამარცხვინო ფურცელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g