LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო კომიტეტმა მხარი დაუჭირა

125
BeFunky-collage (10)

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისთვის, ბადრი ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირა და მიიჩნია, რომ მათ უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეთ.

ნათელაშვილისა და ხოშტარიას შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი რეგლამენტი და არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენაა, ბადრი ჯაფარიძის საკითხი კი მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს უკავშირდება.

კომიტეტის შესაბამისი დასკვნის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის ნორმა, რომლის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

„განაჩენით დასტურდება, რომ პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180 მუხლის მეორე ნაწილის “ა“ და მესამე ნაწილი “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომიტეტის დასკვნა მომდევნო  კვირაში პლენარულ სხდომას წარედგინება და საკითხთან დაკავშირებით დეპუტატები იმსჯელებენ. საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.

 

 

mazda magti 5g