ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის დედა ნათელა პატარკაციშვილი, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია ყოფილმა პარლამენტარმა მარინა მოლოდინმა გაავრცელა.
„წავიდა ჩვენი უსაყვარლესი ქალბატონი, ნათელა პატარკაციშვილი აღარ გვყავს” – დაწერა სოციალურ ქსელში მარინა მოლოდინმა.
როგორც „ფორტუნას“ ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ნათელა პატარკაციშვილი გუშინ ღამით გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნათელა პატარკაციშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ბოლო დროს ის კლინიკაში იმყოფებოდა.
ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის 12 თებერვალს ლონდონში გარდაიცვალა.