პრემია BAFTA-ს ორგანიზატორებს ცერემონიაზე კეიტ მიდლტონის დაპატიჟება არ სურთ. მიზეზად კი ის სახელდება, რომ თავისი გამოჩენით კემბრიჯის ჰერცოგინია გარშემომყოფებს დაჩრდილავს.
როგორც ცნობილია, ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის აკადემიის პრეზიდენტი კეიტის მეუღლე, პრინცი უილიამია, რომელმაც ღონისძიებაზე დასწრება 2015 და 2016 წლებში ვერ მოახერხა, ამიტომ არსებული ინფორმაციით წლევანდელ ცერემონიას ის აღარ გამოტოვებს.
მივა თუ არა საღამოზე ის მეუღლესთან ერთად, უცნობია. ღონისძიების ორგანიზატორები შიშობენ, რომ მიდლტონის გამოჩენა მას ყურადღების ცენტრში მოაქცევს, შესაბამისად აქცენტი პირველი კლასის ვარსკვლავებზე ვეღარ გაკეთდება.
კენსინგტონის სასახლეს, ჰერცოგინიას გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუკეთებია.

