LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაგებში მომხდარ დაპირისპირებაში დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

132
zd4nllhk231nepe

თბილისში,ბაგებში მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

პროკურატურის ინფორმაციით, მ.ხ.-ს ბრალი სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მ.გ.-ს კი ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დგინდება, რომ 2020 წლის 3 ივნისს, ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ.ხ.-მ ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ვ.კ.-ს ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მ.გ.-მ კი დანით გ.წ.-ს სახისა და ფეხის არეში, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღით ი.პ.-ს ფეხის არეში ჭრილობები მიაყენა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბაგებში სისხლიანი ბიზნეს გარჩევა რამდნიმე დღის წინ მოხდა. პოლიციამ ბიზნესმენი მერაბ ხიდაშელი ჯგუფური ძალადობისთვის დააკავა. ის ბარ “არტ ჰაუს თბილისის” ერთ-ერთი მთავარი მეწილეა. გაირკვა, რომ ორ მხარეს შორის დაპირისპირება სწორედ წილების გადანაწილებას უკავშირდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g