LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაღდათში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა: დედა, 4 ბავშვი და ოჯახის ახლობელი

597
BeFunky-collage

ბაღდათში ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანია გარდაცვლილი. დაღუპულია დედა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ორსულად იყო და ასევე მისი 4 მცირეწლოვანი შვილი. მეექვსე დაღუპული მეხანძრე-მაშველებმა დედისა და ბავშვების ცხედრების შემდეგ აღმოაჩინეს. ხანშიშესული ქალი ოჯახის ახლობელი იყო.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება. ცხედრები გუშინვე ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, ოჯახი სახლში თვითნებურად იყო შესახლებული, ისინი უკიდურს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ.

შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ მამა და ბებია.

მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე ხანძარი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გამოძახებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს. შემთხვევის ადგილზე ორ წუთში გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, იწვოდა ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ხანძარი გავრცელებული იყო დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე.

ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ, ღია ცეცხლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა ხუთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყო ერთი ქალი და ოთხი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ადგილზე ნაპოვნი იქნა კიდევ ერთი – ხანშიშესული ქალის ცხედარი.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g