LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაია კვიციანი, გელა სამხარაული, სანდრო რაქვიაშვილი – პარლამენტს სამი ახალი დეპუტატი შეემატა

129
BeFunky-collage

საკანონმდებლო ორგანოს გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლედ სამი ახალი დეპუტატი შეემატა.

პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შესაბამისად, პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასული ირაკლი სესიაშვილი და მარიამ ქვრივიშვილი გელა სამხარაულმა და ხათუნა კვიციანმა შეცვალეს. „გირჩის“ სიით პარლამენტში შესული დეპუტატის სალომე მუჯირის ადგილმონაცვლედ პარლამენტში ალექსანდრე რაქვიაშვილი შევიდა. სამივე დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ცნო.

რაქვიაშვილის გადეპუტატების მიზნით, სალომე მუჯირმა პარლამენტის წევრობაზე უარი თქვა, ხოლო პარტია “გირჩმა“ ცესკოში რეგისტრირებული საარჩევნო სია ჩახსნა.

სამხარაულის უფლებამოსილებას მხარი 92-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი არ იყო. კვიციანის 85 მომხრე ჰყავდა და არცერთი წინააღმდეგი, რაქვიაშვილს კი – 88 მომხრე და ასევე, არცერთი წინააღმდეგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები