LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბაიას ღვინო” ჩინეთსა და დანიაშიც გაიყიდება

112
ბაია 22

“ბაიას ღვინო” ჩინეთისა და დანიის ბაზრებზე გაიყიდება. მოლაპარაკებების ეტაპი უკვე დასრულებულია.

კომპანიის დამფუძნებელი, ბაია აბულაძე აცხადებს, რომ ჩინეთში ექსპორტზე 1200 ბოთლი ღვინო გავა.

სხვადასხვა სახეობის ღვინოების 600 ბოთლამდე მოცულობის ღვინო გაიგზავნება დანიაშიც.

„ორივე ქვეყნიდან საკმაოდ დიდი მოლოდინი გვაქვს გამომდინარე იქიდან, რომ დანია ალკოჰოლის ერთ-ერთი საინტერესო მომხმარებელი ქვეყანაა, ასევე ჩინეთი ქართული ღვინოებისთვის მზარდი ბაზარია. შესაბამისად, დადებით შედეგებს ველოდებით მალე,“ – ამბობს ბაია აბულაძე “ბიზნესპარტნიორთან” საუბრისას.

პანდემიის პირობებში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საერთაშორისო ბაზარზე„ ბაიას ღვინოზე“ მოთხოვნა გაზრდილია. ადგილობრივ ბაზარზე კი, ბაია აბულაძის თქმით, დაარსებიდან დღემდე კომპანიის ნაწარმზე მოთხოვნა გაზრდილია.

„მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან რთული პერიოდი ლოჯისტიკის და საერთაშორისო გადაზიდვების თვალსაზრისით, ჩვენი ექსპორტი გაიზარდა და გაიზარდა აზიის ბაზრის მიმართულებაც. ადგილობრივი ბაზარიც სწრაფად მზარდია. ამ პერიოდში ქართველი მომხმარებლებისგან მოთხოვნა 50%-ითაა გაზრდილი და ვფიქრობთ, რომ ეს მოთხოვნა კიდევ უფრო მზარდი იქნება,“ – ამბობს ბაია აბულაძე.

ამ ეტაპზე, კომპანიის ნაწარმი 15-მდე ქვეყანაში წარმატებით იყიდება, მათ შორის აშშ-ს 25-მდე შტატსა და ევროკავშირის ქვეყნებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g