LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენი: პუტინმა სასტიკი ომი აირჩია – სადაც უნდა იყოთ, სადაც უნდა ცხოვრობდეთ, რისიც უნდა გჯეროდეთ, ამან უნდა გაგიყინოთ სისხლი ძარღვებში

48
Untitled design (3)

„პუტინი ამტკიცებს, რომ ის იძულებული იყო, ემოქმედა, რადგან რუსეთს საფრთხე ემუქრებოდა. თუმცა, არავინ ემუქრებოდა რუსეთს და არავის გაუჩაღებია კონფლიქტი რუსეთის გარდა“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, ეს ომი მიმართულია უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის უფლების განადგურებისკენ:

„ახლა რუსეთი იწვევს მეტ სამხედროს საბრძოლველად და კრემლი უწევს ორგანიზებას ყალბ რეფერენდუმს, რათა ეცადოს უკრაინის ნაწილის ანექსირება, რაც არის გაეროს წესდების უკიდურესად თვალსაჩინო დარღვევა. მსოფლიომ უნდა დაინახოს ეს აღმაშფოთებელი ფაქტები ისე, როგორც არის. პუტინი ამტკიცებს, რომ ის იძულებული იყო, ემოქმედა, რადგან რუსეთს საფრთხე ემუქრებოდა. თუმცა, არავინ ემუქრებოდა რუსეთს და არავის გაუჩაღებია კონფლიქტი რუსეთის გარდა. ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ის მოდიოდა და თქვენგან ბევრმა სცადა ამის თავიდან აცილება.

დღეს ჩვენ ვხედავთ თავდასხმებს სკოლებზე, რკინიგზის სადგურებზე, საავადმყოფოებზე, უკრაინის ისტორიისა და კულტურის ცენტრებზე. აღმოჩენილია რუსეთის სისასტიკეების და ომის დანაშაულების მტკიცებულებები. მასობრივი სამარხები აღმოჩენილია იზიუმში, ექსჰუმირებულ ცხედრებს წამების კვალი აღენიშნება. ეს ომი მიმართულია უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის უფლების განადგურებისკენ, პირდაპირი და მარტივად, უკრაინელების, როგორც ხალხის არსებობის უფლების განადგურებისკენ. სადაც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ამან უნდა გაგიყინოთ სისხლი ძარღვებში. სწორედ ამიტომ, გენერალური ასამბლეის 141 ქვეყანამ ცალსახად დაგმო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები