LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენი პუტინზე: თუ ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ამ თემაზე საუბარს

44
BeFunky-collage (4)

აშშ-ის პრეზიდენტმა გამოხატა სკეპტიციზმი ვლადიმირ პუტინის სიტყვების მიმართ, რომ რუსეთი არ აპირებს უკრაინაში ბირთვული შეიარაღების გამოყენებას. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„თუ მას ასეთი განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ის ამ თემაზე საუბარს? რატომ საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე?“, – განაცხადა ბაიდენმა ამერიკულ მედიასთან.

ISW: პუტინმა დაადასტურა, რომ მისი მიზანი უკრაინის სახელმწიფოს განადგურებაა

თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავდეს, თუმცა პენტაგონში განაცხადეს, რომ ჯერ ამის ნიშნებს ვერ ხედავენ.

მანამდე რუსეთმა ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებისთვის მზადებაში უკრაინა დაადანაშაულა, რასაც დასავლეთსა და კიევში სიცრუე უწოდეს.

ბუკა პეტრიაშვილი: „კარგი ამბებია.. ამერიკელები დღეს 275 მლნ დოლარის ჭურვებს და რაკეტებს გამოაცხადებენ ჩვენებისთვის!.. პუტლერს ხელები ისეთ დღეში ჰქონია, წესით თავის 70 ათას მკვდარს მალე უნდა მიეწიოს!“