LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუკა პეტრიაშვილი: „კარგი ამბებია.. ამერიკელები დღეს 275 მლნ დოლარის ჭურვებს და რაკეტებს გამოაცხადებენ ჩვენებისთვის!.. პუტლერს ხელები ისეთ დღეში ჰქონია, წესით თავის 70 ათას მკვდარს მალე უნდა მიეწიოს!“

132
BeFunky-collage

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სიახლეებს ყოველდღიურ რეჟიმში გვიზიარებს.

ბუკა პეტრიაშვილი უკრაინელი სამხედროების წინსვლაზე წერს, ასევე, ეხმიანება რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს და მოქალაქეებს უზიარებს იმ სიახლეებსაც, რასაც უკრაინა სამხედრო დახმარების სახით, აშშ-სგან მიიღებს.

ბუკა პეტრიაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„აბა, დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN მოვიდა ცხელი ამბების დასტით!

წუხელ ჩვენებმა ხერსონის მიმართულებაზე 2 ალიგატორი კა-52 და 1 სუ-25 დაანარცხეს მიწაზე!

უშუალოდ ფრონტის გასწვრივ მიდის საარტილერიო დუელი და პოზიციური ბრძოლები!

კარგი ამბებია სვატოვო-კრემენნას მიმართულებიდან! ზუსტად მაშინ, როდესაც პუტლერის ბოდვას ისმენდნენ ვალდაის შეკრებაზე, სადაც აბოლებდა ხალხს რომ ლუჰანსკი სრულად გათავისუფლებულია და ახლა დონეცკის მიმართულებაზე არიან, ჩვენები წინ მიიწევდნენ ლუჰანსკის!!! სიღრმეში, ათავოსუფლებდნენ ახალ დასახლებულ პუნქტებს და უახლოვდებოდნენ როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვან სვატოვოს, ისე არანაკლებ მნიშვნელოვან პ-66 ავტომაგისტრალს!

რაც შეეხება დონეცკის მიმართულებას, შიგ დონეცკში ხო უბაგუნებენ ჩვენები ურდოს, ხოლო ბახმუტი-სოლედარის მიმართულებაზე ხოცავენ ბუზებივით ძირითადად ვაგნერელებს! ბოლო 90 დღის განმავლობაში მხოლოდ ამ მიმართულებიდან 8 ათასი ვაგნერელი, ანუ 1 სრულფასოვანი დივიზია გეემგზავრა კობზონ ველიზე იოსიას მოსასმენად! ???

მე ამის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ პუტლერს ხელები ისეთ დღეში ჰქონია, წესით იოსიას დიდხანს მოცდა არ უნდა მოუწიოს და პუილო თავის 70 ათას მკვტარს მალე უნდა მიეწიოს!

ისეთები იბოჟიალა, მაგის არც გარჩევა ღირს და არც გაანალიზება, მაგრამ რამდენიმე რამეს მაინც გეტყვით: ტიპი ავადაა ფსიქიურად და მართლა ჩაციკლულია ამ უკრაინის ხელოვნურად შექმნილ სახელმწიფოზე! აბა, ნორმალურია, ადამიანის უფლებების მთავარი და უკრაინის სუვერენიტეტის ერთადერთი დამცველიც რო ეგაა? ? ავლიპეს ითხოვს ეგ ამბავი!
წავა წამოვა, ტაკოზე აქცენტი რო გააკეთოს არ შეუძლია! ფროიდის მგზავრი ეგა! ???
ბომბას არ ვისვრით, მარა საცა ბომბა არსებობს, იქ მისი სროლის საფრთხეც სულ იარსებებსო! რკინის ლოღიკაა, მარა მსროლელი ნაღდად არაა!

იკვნესა ისევ მოლაპარაკებებზე, არ უშვებს ვაშინგტონი, თორე დავილაპარაკებდი ზელენსკისთან და უცებ მოვრჩებოდითო!
პრინციპში სამოქალაქო ომში ვართო! არიქა პრორუსებო, ამოღერღა თქვენმა მარჩენალმა რომ ომშია რაშკა! აწი ხსნილი გაქვთ სიტყვა ომის ხსენებაზე!
მოკლედ ყველაზე მაგრად ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარას რინკევიჩუსმა შეაფასა: ეს იყო პუტლერის ჰააგის სასამართლოზე გამოსვლის რეპეტიციაო! ??? თუ მიატანა მაქამდე დაბოტოქსებული თავი, ქო ბატონი!

გაზი და ნაფთი რო დარჩა დიდი ოდენობით ოხრად, კი დააბრალოს მართლა საკუთარ ბოტოქს თავს! საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ენერგომატარებელების ნომერ პირველ მიმწოდებლად რაშკასტანი აღარ ითვლება! რა დამწყდა ბიჯო გულიი! ???
ვიდრე პუილო ბოჟიალობდა, ზელენსკიმ იტალიელ ჟურნალისტს “გაუცხადა” სახალხო ენაზე რატომ არ შეიძლება პუტლერის რეჟიმთან არც ლაპარიკი და არც ურთიერთობა! ჟურნალისტის არ ვიცი, მაგრამ პრემიერმა მელონიმ პერფეტოდ იცის, რომ ომის დასრულების საუკეთესო და ერთადერთი გზა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაა! ორბანიჩ, კაპიშ?

ომში გამარჯვებისთვის მე ჩემი სიტყვა კაათა ვსთქვიო და ახლა უკრაინის სარეაბილიტაციოდ “მარშალის გეგმის” განსახორციელებლად ვესტმინსიტერში ორგანიზაცია დავაფუძნეო, ლეგენდა კაცმა ბოჯო ჯონსონმა დაიჭექა გუშინ! სერიოზული ფანდრაიზერი იქნება ეგ უკრაინისთვის!

ამერიკელები დღეს 275 მელეონი დოლარის ჭურვებს და რაკეტებს გამოაცხადებენ ჩვენებისთვის!
თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, ჰსთ სისტემების მიწოდება უკრაინისთვის პრიორიტეტია და ვმუშაობთ ევროპიელებთანო!
ნატო-ს გენ.მდივანმა ნატო არ დაუშვებს, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომში გაიმარჯვოსო!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს წინ ინგრევა და განადგურდება!

დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g