უკრაინის გარშემო არსებული ვითარების შესახებ განცხადების გაკეთების დროს აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკელ ხალხს და რუსეთის მოქალაქეებს მიმართა.
ბაიდენი: თუ რუსეთი თავს დაესხმება აშშ-ს ან მის მოკავშირეებს, მზად ვართ, ვუპასუხოთ
„მოდით მკაფიოდ ვთქვათ ჩვენ რას არ ვაკეთებთ: შეერთებული შტატები და NATO არ წარმოადგენს რუსეთისთვის საფრთხეს. უკრაინა არ ემუქრება რუსეთს. არც აშშ-ს და არც NATO-ს არ განუთავსებია რაკეტები უკრაინაში, არ განგვითავსებია და არც ვაპირებთ.
ჩვენ არ ვიღებთ მიზანში რუს ხალხს. ჩვენ არ გვსურს რუსეთში დესტაბილიზაცია. მივმართვ რუსეთის მოქალაქეებს: თქვენ ჩვენი მტრები არ ხართ. მე არ მჯერა, რომ თქვენ გსურთ სისხლიანი, დამანგრეველი ომი უკრაინასთან“, – განაცხადა ბაიდენმა.
სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაზე თავდასხმა არაა საჭიროებით განპირობებული და ეს თუ მოხდა, მხოლოდ რუსეთის სურვილი და პასუხისმგებლობა იქნება.