აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან, 2 იანვარს სატელეფონი საუბარს გამართავს.
ბაიდენის მიზანია “დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ” რუსეთის აგრესიის წინაშე”, – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა 31 დეკემბერს, სატელეფონო საუბრის თარიღის გამოცხადებისას.
ორი ლიდერი განიხილავს ასევე აშშ-ის მომზადების საკითხს რუსეთთან მოსალაპარაკებლად მომავალ თვეში, რომლის მიზანია ვითარების დეესკალაცია რეგიონში, განაცხადა ოფიციალურმა პირმა.