ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დაბა ბახმაროში გათოვდა. თოვდა დაბაშიც, ცენტრში, იქ სადაც კოტეჯებია.
“წუხელ, გვიან ღამით დაიწყო თოვა და ამ დილითაც თოვდა. არც მე და არც ჩემზე უფროსებს არ ახსენდებათ წელი, როდესაც ბახმაროში ივლისში გათოვდა” – განაცხადა “გურიანიუსთან” საუბრისას “ბახმაროს” დირექტორმა დავით საჯაიამ.
მისივე თქმით, ბახმაროში ტურისტების ნაკლებობა არ შეინიშნება.