LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახტაძის პირველი ინიციატივა – საგადასახადო დავალანება ყველა გადამხდელს უნდა ჩამოვაწეროთ

46

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის წინაშე პირველი ინიციატივა გააჟღერა, რომელიც ეკონომიკურ ნაწილს ეხება.

ბახტაძის ინფორმაციით, 2013 წლის პირველ იანვრამდე, ყველა გადამხდელს, საგადასახადო დავალიანება სრულად უნდა ჩამოეწეროს.

“ეკონომიკური მოდელის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ მინდა გითხრათ. პირველი ინიციატივა შეეხება იდეას, რომ სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება, ყველა გადამხდელს 2013 წლის პირველ იანვრამდე. ეს შეეხება დაახლოებით, 36 000 გადამხდელს. მათ უკან დგას ქართული ოჯახები, ენერგია და საშუალება რომ მათ განაგრძონ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი მონაწილეობა,” – აღნიშნა ბახტაძემ

პრემიერმინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძემ გამოსვლა მისი პროგრამის ნაწილით დაიწყო, რომელიც ეფექტიან და მცირე მთავრობას ეხება. როგორც ბახტაძემ განმარტა, ახალი მთავრობის ეფექტიანობა, გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღებისა და მისი აღსრულების ნაწილში უნდა გამოიხატებოდეს.

მანვე აღნიშნა, რომ საკუთარი პროგრამის შესრულების წინაპირობად, აუცილებლად უნდა მიცეს საშუალება მცირე ზომის მთავრობის კონცეფცია კანონპროექტის სახით წარადგინოს.

“ჩემი შეხედულებით, იმისთვის რომ გამოწვებებს ეფექტურად ვუპასუხოთ, აუცილებელია სახელმწიფოს მმართველობითი უწყებებისა და სტრუქტურის მოდერნიზაცია, ისე რომ ჩვენ ვიყოთ უფრო ოპერატიულები და ეფექტურები. რაც მთავარია, გადაწყვეტილების მიღებიდან, სანამ მიღებული სიკეთე მივა მოქალაქემდე, ეს დრო იყოს მაქსიმალურად დამოკლებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება, რეფორმების გატარების თვალსაზრისით აქტიური პოლიტიკა, ამავდროულად ჩვენ გვჭირდება ისეთი მოქნილი და მცირე ზომის სტრუქტურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ ამოცანების შესრულებას.

პროგრამის შესრულების წინაპირობად მიაჩნია, უახლოეს პერიოდში, მომეცეს საშუალება, კანონპროექტის სახით, მცირე ზომის მთავრობის კონცეფცია წარვადგინო. რომლის მიხედვითაც, ჩვენი მმართველობითი გადაწყვეტილებები, იქნება უფრო ოპერატიული და მოქალაქეებზე ორიენტირებული. ისეთი, რომელიც ადეკვატურად პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს,” – განაცხადა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g