LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახვა ბრეგვაძე „იმედის“ ამბებზე – „როცა ვიღაც რაღაცას აფუჭებს, ის უნდა წავიდეს და არა სხვა…“

738
bakhva-bregvadze

ბახვა ბრეგვაძე „იმედში“ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ტელევიზიის დირექტორის მოადგილის, ნიკა ლალიაშვილის პროდიუსერობით მომზადებულ ფილმს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა არა მხოლოდ საზოგადოების მხრიდან, არამედ „იმედის“ ჟურნალისტების მხრიდანაც.

პროტესტს უერთდება „იმედის“ შაბათ-კვირის დილის გადაცემის წამყვანი, ბახვა ბრეგვაძეც:

„სირცხვილი და მავნებლობა იყო, არის და იქნება მოღალატეობრივი რიტორიკა, განცხადებები, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, კოლაბორაციონიზმი, მტრის მაამებლობა, ამ ყველაფრის “გაპრავება”… არ მიყვარს ბანალური ჭეშმარიტებების წერილობით მტკიცება, ამ საკითხებზე შეჯიბრი და “დატოლებები” … ყოველთვის საქმით, ცხოვრების წესით და მოქმედებებით ჯობია, პირველ რიგში, შენს თავს და მერე სხვებს დაუმტკიცო, რა ხარ, ვინ ხარ, რა გინდა თუ როგორ გინდა…

არ ვიზიარებ! - ,,ქრონიკის'' ჟურნალისტები იმედზე გასულ ფილმს ემიჯნებიან

მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია

„იმედის” საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების გულწრფელ აღშფოთებას მივესალმები, ბევრს პირადად ვიცნობ და მათში ეჭვი არასდროს შემიტანია… იქ მომუშავე ძალიან ბევრი ადამიანი უდავოდ სწორი ღირებულებებით ცხოვრობს და საქმიანობს… ვინმემ თუ არ იცის, შეგახსენებთ, რომ დღეს მეც “იმედზე” ვმუშაობ, მართალია, სხვა ფორმატში, სხვა მიმართულებით, თუმცა იქ ვარ… პირდაპირ ეთერში, თუ მის გარეთ არც მე და არც ჩემს თანაწამყვანებს არასდროს
არ გვერიდება, ხმამაღლა ჩვენი აზრის დაფიქსირება, ნებისმიერ საკითხზე … ასე რომ არ იყოს და ამის საშუალება არ გვქონდეს, იქ, ბუნებრივია, არ
ვიმუშავებდით…

ხოდა, ღრმად მწამს, რომ როცა ვიღაც რაღაცას “აფუჭებს”, ის უნდა წავიდეს და არავითარ შემთხვევაში სხვა… ტელევიზიიდან იქნება ეს, მთავრობიდან თუ ქვეყნიდან… დიდი მადლობა ყურადღებისთვის!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები