LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას მსოფლიო ბანკი დააფინანსებს

122

ბაკურციხე-წნორის მიმართულებით 16-კილომეტრაინი საავტომობილო გზის მშენებლობა იგეგმება.

პროექტისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად სატენდერო პროცედურები უკვე მიმდინარეობს.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან ”ფორტუნას” აცნობეს, სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 20 მლნ. აშშ დოლარია და მსოფლიო ბანკის (WB) დაფინანსებით განხორციელდება.

საპროექტო სამუშაოების დაწყება მიმდინარე თვეს იგეგმება, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები კი 2018-2019 წლებში განხორციელდება.

mazda magti 5g