LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურციხეში სარაჯიშვილების სამუზეუმო კომპლექსის რეაბილიტაცია დასრულდა

694

სოფელ ბაკურციხეში სარაჯიშვილების სამუზეომო კომპლექსი გაიხსნა. აღდგენითი სამუშაოები სარაჯიშვილების სამუზეუმო კომპლექსს – სასტუმრო–მარანს, საცხოვრებელ სახლს, საცავ–მაცივარს ჩაუტარდა.

რეაბილიტაცია შპს „ბლექსიგრუპ“-მა ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ განახორციელა.

სარაჯიშვილების მამულის პროექტის განსახორციელებლად 2 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია დაიხარჯა და 10-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

სოფელ ბაკურციხეში სარაჯიშვილების სამუზეუმო კომპლექსის პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია, – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშული პროექტის ოფიციალურ გახსნაზე.

„2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, აღნიშნული კონტრაქტი, მართალია, უკვე გაფორმებული დაგვხვდა, თუმცა ის განწირული იყო მოსაშლელად. პროექტი დადებითი შედეგით მხოლოდ იმ შეთანხმების საფუძველზე დასრულდა, რომელიც სახელმწიფომ კომპანია „ბლექ ქსი „ბლექ ქსი გრუპთან“ გააფორმა“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სარაჯიშვილების აღდგენილ მამულში შესაძლებელია გამოფენების მოწყობა. გარდა ამისა, მის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მცირე სასტუმრო, რომელიც მზადაა პირველი სტუმრები მიიღოს.

განახლებული სამუზეუმო კომპლექსის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრიც დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა რესტავრირებული სახლ-მუზეუმი და ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g