ბაკურიანში, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. შსს-ის ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ეგრეთ წოდებული ბურანით სეირნობდა. ქმარმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახნენ. ორივე მძიმე მდგომარეობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
წყარო “პრაიმტაიმი”