ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი გიორგი ტუხაშვილია.
ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
ტელეკომპანია „ბორჯომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამაკაცი სათხილამურო ტრასაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ის ერთ ადამიანს დაეჯახა.
გიორგი ის წარმატებული სტარტაპერი იყო. წლები კონსალტინგის მიმართულებით მუშაობდა. ეხმარებოდა კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებს და წარმატებით აშენებდა სტარტაპ ეკო-სისტემას. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Startup Grind Tbilisi-ის ზრდაში, რაც სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ხელშესახებ ღირებულებას ქმნის.
გიორგი 2 წლის წინ მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპ Kernel-ის თანადამფუძნებელი გახდა. თავდაპირველად ის კომპანიის პროდუქტის გუნდს ხელმძღვანელობდა.
გიორგის მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები დარჩა. გარდაცვლილი ახალგაზრდა ცნობილი ექიმისა და ფოტომემატიანის გივი ტუხაშვილის ვაჟი იყო. ტრაგიკული შემთხვევის დროს გიორგი ბაკურიანში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი ბაკურიანში, კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.