LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეკოსისტემის სამი მუშკეტერი.. ჩემთვის წარმატება ერთი სიტყვით ეს ბიჭები არიან“ – ნინო ზამბახიძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ გიორგი ტუხაშვილზე, ნიკო კვარაცხელიასა და ნიკა გუჯეჯიანზე 

219
ing

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. ნინო ზამბახიძე სხვადასხვა დროს გარდაცვლილი სამი წარმატებული ახალგაზრდა მამაკაცის  – გიორგი ტუხაშვილის, ნიკო კვარაცხელიას და ნიკა გუჯეჯიანის შესახებ წერს და ამბობს, რომ სიტყვები – სტარტაპი და წარმატება, სწორედ მათ უკავშირდებათ.

„ჩემთვის წარმატება ერთი სიტყვით ეს ბიჭები არიან. სიტყვა სტარტაპი ჩემთვის მათ უკავშირდება! ციფრული ტექნოლოგია და ინოვაციაც მათთან ასოცირდება, რა ვიცი, ამ ქვეყანას ისეთი ტვინები აკლდება, რით შეივსება ეს დანაკლისი, არ მაქვს პასუხი! ეკოსისტემის სამი მუშკეტერი“, – წერს ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში.

 

ჩემთვის წარმატება ერთი სიტყვით ეს ბიჭები არიან ♥️ სიტყვა სტარტაპი ჩემთვის მათ უკავშირდება! ციფრული ტექნოლოგია და…

Posted by Nino Zambakhidze on სამშაბათი, 23 იანვარი, 2024

 

ცნობისათვის, ცნობილი სტარტაპერი გიორგი ტუხაშვილი 20 იანვარს, ბაკურიანის სათხილამურო ტრასაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

„როგორ მინდა რომ ეს ყველაფერი სიმართლე არ იყოს.. წარმატების ზენიტში იყო და..“ – ნინო ზამბახიძე ბაკურიანში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულ გიორგი ტუხაშვილზე

ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

„სიცოცხლეში უჭირთ იმის მიღწევა, რაც ჩვენგან წასულმა ნიკომ შეძლო“ – ნინო ზამბახიძე ნიკო კვარაცხელიას ღირსების მედლით დაჯილდოებაზე

მოკლეს! რატომ, რისთვის? თაობებს ეცოდინებათ, როგორი მომავლის ბიჭი გვყავდა…მისი სახელის უკვდავსაყოფად ულამაზეს სკვერს ნიკო კვარაცხელიას სახელი მიენიჭა – ნინო ზამბახიძე 

„საქართველოს ბანკის“ ყოფილი კრეატიული დირექტორი ნიკა გუჯეჯიანი კი 2019 წელს გომბორზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.

მადლობა, რომ ღირსი გამხადეთ ნიკოს ლამაზი სულის ლაბირინთებში ასეთი სიამოვნებით მემოგზაურა…მიუხედავად უსაშველო ტკივილისა, ჩვენ ამაყი დედები ვართ – ნიკა გუჯეჯიანის დედის ემოციური მიმართვა იზა ომაძეს

Cannes Lions Georgia გომბორზე გარდაცვლილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის ჯილდოს აწესებს

პოპულალურები