LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკლეს! რატომ, რისთვის? თაობებს ეცოდინებათ, როგორი მომავლის ბიჭი გვყავდა…მისი სახელის უკვდავსაყოფად ულამაზეს სკვერს ნიკო კვარაცხელიას სახელი მიენიჭა – ნინო ზამბახიძე

214
ნინო ზამბახიძე - ნიკო კვარაცხელია

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაჟა-ფშაველას გამზირთან მდებარე ულამაზეს სკვერს, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით ნიკო კვარცხელიას სახელი მიენიჭა.

ნინო ზამბახიძე იმ დღეს იხსენებს, როდესაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის კადრები გავრცელდა.

„შუადღე იყო როდესაც ჩემმა მეგობარმა მარიკამ დამირეკა და მკითხა ვერაზე ვიღაც ნიკა კვარაცხელიას ესროლეს და შენი ნიკო ხომ არ არისო? იმდენად გამოვრიცხე დამაჯერებლად უთხარი არათქო. რამდენიმე წუთში ტელევიზიით სროლის კადრები გავრცელდა და…..

მოკლეს! რატომ რისთვის რა უნდოდათ ვინ გაამწარა ამაზე აგერ უკვე ერთი წელია პასუხი არ ვიცით, მაგრამ ვიცით ის რომ აღარ გვყავს ნიკო ფიზიკურად, თორემ ისე ვერაფერი დამართეს! მარტო ჩვენ კი არა თაობებს ეცოდინებათ ნიკოს ამბავი როგორი მომავლის ბიჭი გვყავდა მისი სახელის უკვდავსაყოფად ვაჟა-ფშაველას გამზირთან მდებარე ულამაზეს სკვერს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით მიენიჭა მისი სახელი“, – წერს ნინო ზამბახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები