LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ პატარა იყო, ნიკო ქრისტე აღდგა მეთქი, „ვიციო“ – გააზრებულად და დამაჯერებლად შემოგვძახებდა! უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“-ს წყალობა არ მოგვკლებოდეს“ – იზა ომაძე

321
იზა ომაძე

მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში კვირაცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. 

„განსაკუთრებით კვირაცხოვლობას მახსენდება ხოლმე, სულ პატარა იყო, ნიკო ქრისტე აღდგა მეთქი, -ვიცი!!!-ო , გააზრებულად და დამაჯერებლად შემოგვძახებდა!!!!

ნეტავ ასე გააზრებულად იუდას როლზეც ჩაფიქრებულიყო, მაგრამ არ ჰქონდა არც დრო და არც სურვილი ბოროტებაზე ფიქრის ((((

კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებააო, „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“-ს წყალობა არ მოგვკლებოდეს 🤍

ქრისტე აღდგა 🤍✨

ეგვიპტე 2002 წელი. წმინდა ეკატერინეს მონასტერი“, – წერს იზა ომაძე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g