LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომ გავიგე 18 წელი შეგისრულდა ლოდად დამაწვა გულზე, ჩემი ნიკოს სიახლოვეს დაგიდია მარადიული ადგილსამყოფელი…“ – იზა ომაძე ნიკოლოზ ღუნაშვილს მიმართავს

1556
იზა ომაძე

ვერაზე მოკლულ ნიკოლოზ ღუნაშვილს დღეს 18 წელი შეუსრულდებოდა.

თარიღს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ეხმაურება.

„პირველი დაბადების დღე უშენოდ დე, ამ ღიმილის გამო დე?!“ – რას წერს ვერაზე მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა

„ჩემთვის უცნობო, მაგრამ ძალიან ახლობელო ნიკოლოზ, რომ გავიგე 18 წელი შეგისრულდა ლოდად დამაწვა გულზე

რატომ ჰაერში არ გაუშეშდა ხელი ბოროტ სულს ღმერთო?

რატომ შეძლო ამ ღიმილის შეწყვეტა? რატომ?

ისიც გავიგე ჩემი ნიკოს სიახლოვეს დაგიდია მარადიული ადგილსამყოფელი, ხო და ბიჭებო დღეს, შენს დაბადების დღეზე ისეთი მრავალჟამიერი შემოჰკარით, აქ განცხრომაში და ბოროტებაში მყოფ ადამიანებს რომ მოსწვდეს ზეციდან ხმა,იქნებ გონს მოვიდნენ!

ვერ შევეგუებით ამდენ უსამართლობას! ვერა და ვერა!

გონს მოდით, მომავალს გვინადგურებენ!

უფალმა შეაძლებინოს შენს მშობლებს ამ უდიდეს ტკივილთან გამკლავება,“ – წერს იზა ომაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები