საზოგადოება 26 წლის ლანა ლატარიას გარდაცვალებას გლოვობს.
სოციალურ ქსელში უამრავი ადამინაი ემშვიდობება სიცოცხლით სავსე ლანას, რომელიც ორი შვილი დარჩა.
შვილის გარდაცვალების შემზარავი ამბავი მისმა მშობლებმა უცხოეთში გაიგეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს, ლანას მამის, უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას საქართველოში ჩამოსვლის კადრები, ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ეხმაურება
„ღმერთო, ამ დროს გინდა რომ მიწა გასკდეს… შვილის გარდაცვალება, აი აქ ძალიან მიჭირს და კითხვა სულს მიხუთავს, რატომ ირღვევა კანონზომიერება, აი რატომ???? ნათელი დაუმკვიდრე უფალო ულამაზეს გოგოს ლანას… პირდაპირ ზეცაში, მის გულზე მიწას რა უნდა… ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ახლობლებს“ – წერს იზა ომაძე.
არსებული ინფორმაციით, 26 წლის ლანა ლატარია ღამით მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ქობულეთში, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
Palitravideo-ს ცნობით, ახალგაზრდა ქალი სეფსისით გარდაიცვალა.
