LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი დღე ჯოჯოხეთს ვუძლებთ… შენი მშობლები მე ნუგეშით გულს მითბობდნენ, მე რა ვანუგეშო ლან… ახლა რა ვუთხრა ლან…“ – ზუგდიდში 2 შვილის დედა, 26 წლის ლანა ლატარია გარდაიცვალა

1734
ლანა ლატარია

ზუგდიდელი ახალგაზრდა ქალი, 2 შვილის დედა, 26 წლის ლანა ლატარია გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა.

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა მათი თა­ნა­მებ­რძო­ლის ზაალ ლა­ტა­რი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ა ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

Palitravideo-ს ცნობით, ახალ­გაზ­რდა ქალი სეფ­სი­სით გარ­და­იც­ვა­ლა.

სოციალურ ქსელში არაერთი სამძიმრის წერილი ვრცელდება.

„შენს დედას, ბიძას, მე და ჩემს ძმას მშობლები ერთად გვზრდიდნენ შვილო… ჰო, შვილიც ხარ ლან, ძმის შვილიც, დისშვილიც აბა რა ხარ… ბიძაშენის ტრაგედიის მერე თუ რამე შენი დედიკოს გულს გაახარებდა, შენი ბედნიერი ცხოვრება იყო ლან… ყველას გვიხაროდა და შორიდან გეფერებოდით… მამაშენზეა ნათქვამი: ტანკს არ გადაუვლია მის თავზეო… ტანკმაც გადაიარა მამაშენის თავზე და ზაალს თუ რამე მოკლავდა ეს შენი სიკვდილი იქნებოდა შვილო… სანამ გაჩნდებით მანამ გეფერებით ჩვენი ბავშვობის მომავლად ლან და ეს როგორ გავმწარდით დღეს… მთელი დღე ჯოჯოხეთს ვუძლებთ … შვილებს მოგეცათ უფლება ზეციდან ჩვენ, მშობლებს გვეყურებინა თქვენთვის… თქვენ რა გინდოდათ ჯერ ზეცაში… შენი მშობლები მე ნუგეშით გულს მითბობდნენ, ყოველ სიტყვაში ჩემი შვილის სიკვდილს პატივს სცემდნენ… მე რა ვანუგეშო ლან… ახლა რა ვუთხრა ლან… ჩემი მაცაცო და ზაალ… რა ვთქვა და რა გითხრათ…“ – წერს სოციალურ ქსელში ბელა მოსია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები