LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Cannes Lions Georgia გომბორზე გარდაცვლილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის ჯილდოს აწესებს

421
chkadua

გომბორის გზაზე გარდაცვლილ ნიკა გუჯეჯიანს არა მხოლოდ სარეკლამო სფეროს წარმომადგენლები იხსენებენ თბილად, სადაც ის მუშაობდა, არამედ თითოეული ადამიანი, ვისაც მასთან მცირეხნიანი თუ გრძელვადიანი შეხება ჰქონდა.

ახლახან „საქართველოს ბანკის“ ყოფილი კრეატიული დირექტორი, რომელიც ავტოავარიამ იმსხვერპლა, Cannes Lions Georgia გაიხსენა და გამოაქვეყნეს პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის სახელით დაწესდება ჯილდო, რომელიც ნიკა გუჯეჯიანის სახელს ატარებს და ის სარეკლამო ინდუსტრიაში დასაქმებულ ახალგაზრდებს გაუწევს მხარდაჭერას და წაახალისებს მათ.

გთავაზობთ პოსტს:

„შემოქმედებითმა ინდუსტრიამ დაკარგა ნიკა გუჯეჯიანი – ძალიან ძვირფასი მეგობარი და თავისი საქმის დიდი პროფესიონალი…

ნიკა ყოველთვის მთელი ძალისხმევით ცდილობდა ჩვენი ინდუსტრიისა და მასში დასაქმებული ახალგაზრდების ინსპირაციასა და მხარდაჭერას.

კანის საქართველოს წარმომადგენლობამ გადავწყვიტეთ დავაწესოთ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო!

მას ყოველწლიურად ის ადამიანი მიიღებს, რომელსაც ინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დაასახელებს ჟიური“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g