LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა, რომ ღირსი გამხადეთ ნიკოს ლამაზი სულის ლაბირინთებში ასეთი სიამოვნებით მემოგზაურა…მიუხედავად უსაშველო ტკივილისა, ჩვენ ამაყი დედები ვართ – ნიკა გუჯეჯიანის დედის ემოციური მიმართვა იზა ომაძეს

217
Untitled design (3)

ქართველი დიზაინერისა და მარკეტერის ნიკა გუჯეჯიანის დედა ნინო თარგამაძე ნიკო კვარაცხელიას დედას იზა ომაძეს სოციალური ქსელით მიმართავს.

ემოციურ პოსტში ნინო თარგამაძე წერს, რომ „ნიკა გუჯეჯიანს და ნიკო კვარაცხელიას ბევრი საერთო სურვილი, მიზანი, გეგმა და იდეები ჰქონდათ“. ნინო გუჯეჯიანს სჯერა, რომ „იქ მაინც ზეციურ საქართველოში ბიჭები ერთმანეთს შეხვდებოდნენ“.

ნინო თარგამაძე იზა ომაძეს მადლობას უხდის გულისხმიერებისთვის, ყურადღებისთვის და საინტერესო, ძვირფასი წიგნისთვის, რისი საშუალებითაც მან ნიკოს ლამაზი სულის ლაბირინთებში სიამოვნებით იმოგზაურა“.

#ნიკოკვარაცხელია იმ ავბედით დღემდე, „უბედურების ზარის ჩამოკრამდე” არ გიცნობდი… მერე კიიი….კიდეც გაგიცანი და კიდეც შეგიცანი, გაგიგე, აღვფრთოვანდი, შემიყვარდი… მივხვდი ვინ დაგვიკარგავს… ვინ წაგვართვეს… ვინ ….. ჩვენი ყველას ნიკო… ჩვენ ყველას, მთელ საქართველოს გვესროლეს იმ დღეს…, ხვალინდელ დღეს ესროლეს, ჩვენი შვილების მომავალს… “საქართველო, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი…” თან ასეთი შვილი….!? ნიჭიერი, ჭკვიანი, განათლებული, მიზანდასახული, გეგმებით და იდეებით სავსე, კეთილი და საყვარელი “ მომავლის ბიჭი.” …და მომეძალა გრძნობები — სიყვარულის და პატივისცემის , ტკივილის, სიბრაზის, უსამართლობის, საკუთარი უსუსურობის ჩემს უამრავ პასუხგაუცემელ და აუხსნელ კითხვებს , კიდევ ერთი, დიდი “რატომ “ დაემატა… მაგრამ იქნებ, “შენი გზა იყო ცასავით სუფთა და ამიტომაც დასჭირდი უფალს” /მ.კახიძე/ ან იქნებ, მართლაც, “…სამოთხეშიც საჭიროა ყვავილის კოკრები…” /მამა პაის ათონელი/, ან იქნებ, სულაც ეს სამყაროა, ცოდვილი დედამიწა სხვა პლანეტის ჯოჯოხეთი…. არ ვიცი, რა ვიციი… “შეუცნობელ არს გზანი უფლისანი…” ერთმანეთს იცნობდით, ან როდესმე შეხვედრიხართ თუ არა ჩემი ნიკა და შენ, უკვე ჩემი და ყველას ნიკო, არ ვიცი… ის ვიცი, ბევრი საერთო გქონიათ, ბევრი თქვენი სურვილი, მიზანი, გეგმა და იდეები ემთხვეოდა თურმე ერთმანეთს, ბევრ რამეს ერთნაირად ხედავდით, საქართველო და ყველაფერი ქართულიც ერთნაირად გიყვარდათ და მის ბედნიერ ხვალინდელ დღეზეც ერთნაირად ოცნებობდით…მჯერა, იქ მაინც ზეციურ საქართველოში შეხვდებოდით, იპოვიდით ერთმანეთს, დამეგობრდებოდით და გააგრძელებდით ბევრი სასარგებლო და კეთილი საქმის კეთებას, დღესაც რომ კიდევ გრძელდება თქვენი სახელით, თქვენი მეგობრების ხელშეწყობით თურმე, ჩემს ნიკას ეუბნებოდნენ, 26 წლისამ რამდენი შეძელი და 46 წლისა, ვინ იცის, რეებს შეძლებო… შენც, ზუსტად… ხო, თქვენ დროს მოერიეთ, აჯობეთ თქვენი ცხოვრებით და ასმაგად მეტი სიცოცხლე ჩაატიეთ თქვენს ერთ, თან ასე ხანმოკლე ცხოვრებაში დღეს უძვირფასესი საჩუქარი მივიღე…

შენი წიგნი, ნიკო… განცვიფრებული და აღტაცებული ვარ…ასეთი საინტერესო შინაგანი სამყარო, ასეთი ღრმა სულიერება, ინტელექტი, მრავალმხრივი ნიჭიერება… როგორი ლამაზი, ფერადი, მრავალფეროვანი სული… რა დროს შენი…. შენ უნდა გეცოცხლა და გეცოცხლა… ეს წიგნი საპატიო და მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ნიკას ოჯახში, ნიკას ოთახში….დიდი მადლობა ვეფერები შენს ღირსეულ, კეთილშობილ , საამაყო შვილის გამზრდელ გამორჩეულ დედას, ქ-ნო იზა, უღრმესი მადლობა ნიკოსთვის შემთხვევითი არააა ასეთი შვილი სწორედ თქვენ რომ აჩუქეთ სამყაროს. დიდი მადლობა თქვენი გულისხმიერებისთვის, ყურადღებისთვის, ამ საინტერესო და ძვირფასი წიგნისთვის, ღირსი რომ გამხადეთ ნიკოს ლამაზი სულის ლაბირინთებში ასეთი სიამოვნებით მემოგზაურა. გამძლეობას გისურვებთ, მხნეობას, გაიხარეთ, თქვენი შვილების კარგად ყოფნით და წარმატებებით, გმირო დედა… მიუხედავად ჩვენი უსაშველო ტკივილისა, ჩვენ ამაყი დედები ვართ… როგორ მტკივა თქვენთან ერთად…ვიცი ეს ჯოჯოხეთი საოცრად დიდი დანაკარგია ოქროს ბიჭის, ნიკოს უდროოდ ზეცად ამაღლება, არა მარტო ოჯახის, მეგობრების და ახლობლებისთვის, არამედ სრულიად ქვეყნისთვის, საქართველოს მომავლისთვის… მაინც, რამდენი მოასწარი, შვილო… ეს რჩეულთა ხვედრია განსაკუთრებულო “ მომავლის ბიჭო…” “კაი ყმის” სიკვდილი ვინა თქვა, ეს მხოლოდ გარდაცვალება, მხოლოდ ადგილსამყოფელის შეცვლა , უფლის კალთის გადაფარებაა.. ” ადამიანი მანამდე ცოცხლობს, სანამ ახსოვთ და უყვართო…” თამაზ ჭილაძეს უთქვამს. მაშ დავიწყება არ გიწერია…ზღვა სიყვარული გაგყვა, შენი სახელი და საქმეები უკვდავია… საქართველოს ზეცაზე კაშკაშა ვარსკვლავად იბრწყინე, მარადისობაში შეაბიჯე “მომავლის ბიჭო!” მადლობთ, შვილებო- ნიკო, ნიკა, ღვთის საჩუქრებად რომ მოგვევლინეთ, რომ იყავით, ხართ და ყოველთვის იქნებით! …ჩვენ კი დაგეელოდებით ტკივილიანი მონატრებით, მტანჯველი მოთმინებით და იმ ქვეყნად შეხვედრის, ჩახუტების იმედით დარჩენილი დედები… თითქოს ფიზიკურადაც რომ გევხართ ერთმანეთს!?…თუ მეჩვენება!? ნიკო ნიკა მესენჯერში მეკითხებიან ნიკაზე, ვინც არ იცის…დავდე კომენტარებში ვიკიპედია დან ამონაწერი…“, – წერს ნინო თარგამაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g