დღეს, სოფელ ძევრის სკოლაში, მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის სახელობის სამკითხველო კუთხე გაიხსნა.
გიორგი კეკელიძე: „სოფელ ძევრის სკოლაში გიგა ავალიანის სახელობის სამკითხველო გავხსენით“
მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს, რომელიც სამკითხველო კუთხის გახსნისას გიგას დედის, ეკა კუპატაძის სიტყვით გამოსვლას ასახავს და წერს, რომ „დიდი ბოროტება თუ კეთილ საქმედ არ აქციე უბრალოდ შეუძლებელი იქნება ცხოვრების გაგრძელება!!!“.
იზა ომაძე მადლობას უხდის გიორგი კეკელიძეს უამრავი კეთილი საქმისთვის, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებს.
„აქ და ახლა სხვას არაფერს ვიტყვი გარდა იმისა რომ, დიდი ბოროტება თუ კეთილ საქმედ არ აქციე უბრალოდ შეუძლებელი იქნება ცხოვრების გაგრძელება!!!
და ის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს!!!!
ის რომ სამართალი უნდა აღსრულდეს და კანონი უნდა გამკაცრდეს იმაზე სხვა დროს დავწერ.
ვიდეო გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze გამიზიარა. მადლობა გიორგის უამრავი კეთილი საქმისთვის რასაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებს.
ქალბატონი ეკას თითოეული სიტყვა ღირებულია და ამიტომ თქვენც გიზიარებთ 💌 ყოვლისშემძლე დედა – გიგა ავალიანის დედიკო ❤️
❤️ „ყველაზე დიდი საქმე საკუთარი თავის შექმნაა!“❤️ გიგა ავალიანი“, – წერს იზა ომაძე.
