LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიუჟეტი მეგობარმა გამომიგზავნა, ღმერთო, რატომ და რისთვის? აქ მხოლოდ 20 წლისაა…“ – იზა ომაძე შვილის აქამდე უნახავ კადრებს აქვეყნებს

6534
iza omadze

მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. მან შვილის მონაწილეობით 2020 წლის 31 მარტით დათარიღებული სატელევიზიო სიუჟეტი გააზიარა, რომელიც, მისი თქმით, აქამდე არ ჰქონდა ნანახი.

ვიდეო-მასალა ტექნოლოგიურ პლატფორმა Feedc-ის საქმიანობას ეხება. კადრებში ნიკო კვარაცხელია განათლების სამინისტროსა და სკოლებისთვის განკუთვნილი ახალი ქართული ალტერნატიული პლატფორმის – „Feedc Edu“-ს შესახებ საუბრობს.

იზა ომაძე აღნიშნავს, რომ ეს კადრები მას მეგობარმა გამოუგზავნა.

„ეს ქადაგებიდან საგულდაგულოდ მქონდა შენახული! ჩემი ოჯახი ჩვენს წილ ცრემლს გატანს!…“ – პატრიარქის სიტყვები, რომელსაც იზა ომაძე უმძიმეს წუთებში იხსენებდა

პოსტში იზა ომაძე იხსენებს პატრიარქის მიერ დატოვებულ „ფასდაუდებელ ფორმულას“ ცხოვრებისეული ჯვრის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ 2021 წელს, შვილის, ნიკოს გარდაცვალებიდან ერთი თვის თავზე შეინახა.

„ეს სიუჟეტი მეგობარმა გამომიგზავნა. 2020 წლის 31 მარტის, არ მქონდა ნანახი, თავი სიზმარში მგონია… ღმერთო, რატომ და რისთვის? 😭🙏 საუკუნოდ იყოს ხსენება და სამუდამო სასჯელი შენს გამმეტებლებს შვილო😭😭 აქ მხოლოდ 20 წლისაა😭😭😭“, – წერს იზა ომაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g