LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაგვტოვა ჩვენმა გიორგიმ…“ – საფეხბურთო კლუბი „ზეკარი“ სამძიმრის წერილს ავრცელებს

268
გიორგი ტუხაშვილი

ყოფილ ფეხბურთელსა და ვარკეთილის ბავშვთა საფეხბურთო გუნდის, „ზეკარის“ მწვრთნელს, გიორგი ტუხაშვილს ოჯახის წევრები, კოლეგები და მეგობრები ემშვიდობებიან.

„ის არა მხოლოდ ფეხბურთს ასწავლიდა ბავშვებს, არამედ მათში შრომის, ბრძოლის და სიყვარულის ფასეულობებსაც ამკვიდრებდა“ – გარდაიცვალა ყოფილი ფეხბურთელი და ვარკეთილის ბავშვთა საფეხბურთო გუნდის „ზეკარის“ მწვრთნელი, გიორგი ტუხაშვილი

„ჩემ გულში დარჩები ძმაო და დროებით გემშვიდობები ❤️

სიტყვები ზედმეტია შენი კაცობის და ადამიანობის სათქმელად. გული მწყდება რომ ასეთი კაცები ასე ადრე მიდიან და რატო ვაფასებთ მეტად მას მერე რაც ვკარგავთ ადამიანებს. ალბათ, ეს მაგალითია ჩვენთვის რომ გვახსოვდეს ვიცხოვროთ მეტი სიყვარულით და ხანდახან მაინც დავფიქრდეთ რომ ნებისმიერი წუთი შეიძლება იყოს ბოლო. რა ლამაზი იქნებოდა სამყარო და ურთიერთობები ამას რომ ვაცნობიერებდეთ რამდენად მეტს გავაკეთებდით ერთმანეთისათვის…“, – წერს აჩი გიორგიძე.

„ზეკარის“ ოფიციალური გვერდი სამოქალაქო პანაშვიდისა და დაკრძალვის დეტალებს აქვეყნებს:

„დაგვტოვა ჩვენმა გიორგიმ

პანაშვიდი – სამშაბათს და ოთხშაბათს

მისამართი : ვარკეთილი საქ.ერთიანობისთვის მებრძოლთა ქ.N8 სადარბაზო-1 , სართული-9 .

ხუთშაბათს 10:00 სთ-ზე გადასვენებული იქნება, თბილისის ივერიის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში

12:00 სთ-ზე შესრულდება წესის აგება

14:00 სთ-ზე ტაძრიდან გამოსვენება

მისამართი: ვარკეთილი, მე-2 მ/რ საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა N34ა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები