LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის არა მხოლოდ ფეხბურთს ასწავლიდა ბავშვებს, არამედ მათში შრომის, ბრძოლის და სიყვარულის ფასეულობებსაც ამკვიდრებდა“ – გარდაიცვალა ყოფილი ფეხბურთელი და ვარკეთილის ბავშვთა საფეხბურთო გუნდის „ზეკარის“ მწვრთნელი, გიორგი ტუხაშვილი

604
გიორგი ტუხაშვილი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება – გარდაიცვალა ყოფილი ფეხბურთელი და ვარკეთილის ბავშვთა საფეხბურთო გუნდის „ზეკარის“ მწვრთნელი, გიორგი ტუხაშვილი.

სამწუხარო ინფორმაციას გიორგი ტუხაშვილის მეგობრები და კოლეგები ეხმაურებიან.

სამძიმრის წერილს აქვეყნებს 35-ე საფეხბურთო სკოლაც:

„გარდაიცვალა ყოფილი ფეხბურთელი და ვარკეთილის ბავშვთა საფეხბურთო გუნდის „ზეკარის“ მწვრთნელი გიორგი ტუხაშვილი.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

გიორგი ტუხაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს „ჭოხოსპორის აკადემია“ და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„მწუხარებით ვემშვიდობებით გიორგი ტუხაშვილს.

გარდაიცვალა ყოფილი ფეხბურთელი და ვარკეთილის ბავშვთა საფეხბურთო გუნდის „ზეკარის“ მწვრთნელი, გიორგი ტუხაშვილი.

ჭოხოსპორის აკადემიის სახელით ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ გიორგის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს, ასევე მის პატარა ფეხბურთელებს, რომლებმაც მასთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი საფეხური გაიარეს.

გიორგი იყო ძალიან კარგი ადამიანი, საკუთარი საქმისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ერთგულებით გამორჩეული პროფესიონალი. ის არა მხოლოდ ფეხბურთს ასწავლიდა ბავშვებს, არამედ მათში შრომის, ბრძოლისა და სიყვარულის ფასეულობებსაც ამკვიდრებდა.

მისი წვლილი პატარა ფეხბურთელების განვითარებაში და ადამიანური დამოკიდებულება მათ მიმართ ყოველთვის დარჩება მათ მეხსიერებაში.

ვუსამძიმრებთ ყველას, ვისაც გიორგი იცნობდა და უყვარდა. ნათელში იყოს მისი სული“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები