LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანთან, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის ოპერაცია, ზვავსაშიშროების გამო, დროებით შეწყდა

288
cb6gkghdlqb6few

ბაკურიანში ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამუშაოები დროებით შეწყდა. მიზეზი ზვავსაშიშროებაა. საგანგებო სიტუაციების მათვის სამსახურის ინფორმაციით, პროცესი გაგრძელდება მას შემდეგ, რაც შესაძლებლობა და ამინდი მაშველებს მუშაობის საშუალებას მისცემს.

ზვავში 40 წლამდე მამაკაცია მოყოლილი. ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია დრონები და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები. ამასთან, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, 4 პირი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.

ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა 28 მარტს, დილით ჩამოიშალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბაკურიანიდან ასპინძისკენ მიმავალ გზასთან, სოფლების – ოთას და ოშორას – მიმდებარედ დღეს დილით ეხუთი ადამიანი იმყოფებოდა ბურანით. მათ ახლოს მდებარე მთაზე ისრიალეს, ერთ-ერთი მათგანი კი თოვლის მასის ჩამოშლის შემდეგ ზვავის ქვეშ მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები