LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბალტიის ქვეყნები ამიერიდან ჩრდილოეთ ევროპაა

1293

ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ამიერიდან ჩრდილოეთ ევროპას მიეკუთვნება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბალტიის პირეთს სტატუსი ოფიციალურად შეუცვალა. ამიერიდან ეს სახელმწიფოები არა აღმოსავლეთ, არამედ ჩრდილოეთ ევროპაში მდებარეობენ. ცვლილებები ევროპარლამენტმა უკვე დაამტკიცა.

რაც შეეხება თავად ამ ქვეყნებს, როგორც ერთ-ერთმა ლატვიელმა დეპუტატმა განაცხადა, სიახლე სრულიად უაზრო იყო, რადგან ბალტიისპირეთი ჩრდილოეთ ევროპად ჯერ კიდევ 10 წლის წინ მოიხსენიებოდა.

საინტერესოა, რომ გაერომ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ასევე დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ფინეთი, ირლანდია, ისლანდია, ნორვეგია, დანია და რამდენიმე სხვა ქვეყანაც გააერთიანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები