LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბალუ ქართველებსაც გვყავს – მურა დათვი აცეკვდა (სახალისო ვიდეო კინტრიშიდან)

696
1525339999-5aead7d7a4068

ბალუს როლის შესასრულებლად შესარჩევ კონკურსში კინტრიშის დაცული ტერიტორიების ბინადარი მურა დათვი მონაწილეობს“, – ამ სათაურით ძალიან სახალისო ვიდეორგოლს საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

ვიდეორგოლში, რომელიც კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე გადაღებული, მურა დათვის ცეკვა ჩანს… აღნიშნული კადრები აუცილებლად მოგაგონებთ ამინაციურ ფილმ „მაუგლის“, სადაც მთავარი პერსონაჟის მეგობარი დათვი, სახელად „ბალუ“ ზუსტად ასე ცეკვავს.

ცნობისთვის, კინტრიშის დაცული ტერიტორია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის რაიონში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 13514 ჰა-ს შეადგენს. იგი მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში, სოფ. ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის, ზღ. დ.-დან 300-2500 მ-ის სიმაღლეზე. დაცულ ტერიტორიებს ჩრდილოეთით ქობულეთის სატყეოს ადმინისტრაციის ტერიტორიები, სამხრეთ აღმოსავლეთით შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, სამხრეთით ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, სამხრეთ-დასავლეთით კი მტირალას ეროვნული პარკი ესაზღვრება. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ორ სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას – სახელმწიფო ნაკრძალსა და დაცულ ლანდშაფტს მართავს. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი 1959 წელს შუამთის რელიქტური ტყეებისა და ენდემური სახეობების, ფლორისა და ფაუნის დაცვის მიზნით დაარსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g