LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბანერი, რომელიც ზღვაზე წამოვიღე რუსმა დამიხია.. ერთი ქართველი კაცი მეჯაჯგურებოდა ჩამოხსენიო.. რაზე უნდა ვილაპარაკო საერთოდ ან რას აქვს აზრი?“ – რას წერს ინტერნეტმომხმარებელი?

398
BeFunky-collage (2)

მოქალაქე ანუკა მაისურაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზღვაზე ოკუპაციის გასაპროტესტებლად მიტანილი ბანერი რუსეთის მოქალაქემ დაუხია.

„ჩემი ბანერი, რომელიც თბილისიდან წამოვიღე რათა ჩემი პროტესტი გამომეხატა ასეთი ფორმით, ზღვაზე რუსმა დამიხია, რუსი გოგო მოვიდა აიღო და დახია რა უფლებით გიდევს ეს აქო???

ერთი ქართველი კაცი მოვიდა და მეჯაჯგურებოდა ჩამოხსენიო.რაზე უნდა ვილაპარაკო საერთოდ ან რას აქვს აზრი? რა უნდა გავაკეთო?“, – წერს ანუკა მაისურაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები