LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება, რომელსაც არც ერთხელ არ ჰქონია ომი და რომლის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა

69
ირაკლი კობახიძე

„ყველა წინა ხელისუფლებას ჰქონდა ომი. ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება, რომელსაც არც ერთხელ არ ჰქონია ომი და რომლის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არავითარი რუსების საქართველოში უკონტროლო შემოდინება არ ხდება და ყველაფერი კონტროლის ქვეშაა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთელი ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეს ასე იყო.

„რამდენიმე წლის წინ რუსების რაოდენობა საქართველოში სამჯერ მეტი იყო, ვიდრე ახლა, თუმცა, ისიც კონტროლდებოდა. ზოგადად, რა თქმა უნდა, რუსეთისგან ქვეყანას საფრთხეები აქვს. 10 წელია იმით ვართ დაკავებული, რომ ქვეყანა ზოგადად საგარეო და მათ შორის, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებისგან დავიცვათ.

წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით, ჩვენ ამას ვახერხებთ. ყველა წინა ხელისუფლებას ჰქონდა ომი. ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება, რომელსაც არც ერთხელ არ ჰქონია ომი და რომლის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა. რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერს ყურადღებით ვაკვირდებით და ვეცნობით. აგრეთვე, გვაქვს სახელმწიფოებრივი და პრაგმატული პოლიტიკა და ეს ყველაფერი ამის შედეგია.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე: ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასოდეს გახდებიან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები