LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანკის ლიცენზირებისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია ფართოვდება

86

ბანკის ლიცენზირებისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია ფართოვდება. ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელს უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • საჭირო ხდება მფლობელობის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა;
  • საჭირო ხდება ბანკმა წინასწარ წარადგინოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიზნეს-მოდელისა და რისკების მართვის დოკუმენტები;
  • საჭირო ხდება მმართველი სტრუქტურების წარმომადგენლების შესახებ უფრო დეტალური ფინანსური ინფორმაციის წარმოდგენა.

ასევე, ცალსახად კონკრეტდება, რომ ლიცენზიის მაძიებელი პირის ჯგუფის, მფლობელობისა და მმართველობის სტრუქტურა და საოპერაციო საქმიანობა/გარემო უნდა უზრუნველყოფდეს ეფექტური საზედამხედველო პროცესის განხორციელების შესაძლებლობას როგორც ინდივიდუალურ, ასევე კონსოლიდირებულ დონეზე და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ბანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები