LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბანქოს სახლში“ კევინ სპეისს რობინ რაიტი შეცვლის

136

სერვისმა Netflix სერიალ „ბანქოს სახლის“ მეექვსე სეზონის ახალი დეტალები გაგვანდო. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროექტის გადაღებები 2018 წლის დასაწყისში განახლდება. ცნობილია ისიც, რომ კევინ სპეისი მასში მონაწილეობას არ მიიღებს. მის მაგივრად მთავარი პერსონაჟი კლერ ანდერვუდი გახდება, რომელსაც რობინ რაიტი განასახიერებს.

შეგახსენებთ, რომ სერიალის გადაღებები მოულოდნელად 31 ოქტომბერს მას შემდეგ შეწყდა, რაც ცნობილი გახდა კევინ სპეისის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ. მოგვიანებით მსახიობმა ბოდიში მოიხადა და არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია აღიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები