LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქოს ნარკოლოგიურ ცენტრში გაჩენილ ხანძარს 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

78

ბაქოს ნარკოლოგიურ ცენტრში გაჩენილი ხანძრის მიზეზად ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა განიხილება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ხანძრის ზუსტ მიზეზებზე აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ. გენერალურმა პროკურატურამ მომხდარზე საქმე უკვე აღძრა.

ცეცხლი იმ განყოფილებაში გავრცელდა, სადაც პაციენტები მკურნალობის კურსს სტაციონარში გადიოდნენ.

ბაქოში, ხატაის რაიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.დაწესებულებაში ცეცხლი დაახლოებით დილის 6-საათზე გაჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები