LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქრაძე: ჩემი ფეისბუქგვერდი გატეხეს, გთხოვთ, “ფეისბუქში” გავრცელებული ჩემი ნებისმიერი შინაარსის განცხადება განიხილოთ, როგორც ყალბი

67
1

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ გარკვეული პერიოდის წინ მისი “ფეისბუქის” გვერდი გატეხეს და გვერდთან წვდომა აღარ მაქვს.

ბაქრაძე მოუწოდებს ჟურნალისტებს და საზოგადოებას, “ფეისბუკში” გავრცელებული მისი ნებისმიერი შინაარსის განცხადება განიხილონ, როგორც ყალბი, რომელთანაც მას არანაირი კავშირი არ აქვს.

გთავაზობთ ბაქრაძის მიმართვას:

“ძვირფასო ჟურნალისტებო,

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ თითოეულ თქვენგანს და მთელს საქართველოს ბათუმში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის გამო. შეუძლებელია, გამონახო სიტყვები იმ ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც განიცდიან დაღუპულთა ჭირისუფლები, ახლობლები და ოჯახის წევრები. ვწუხვარ და ვიმედოვნებ, რომ მსგავსი უბედურება აღარასოდეს განმეორდება.

რაც შეეხება ჩემს ფეისბუკ გვერდს – ალბათ შეამჩნევდით, რომ დიდი ხანია, არანაირი ახალი კომენტარი ან განცხადება აღარ გამივრცელებია, მათ შორის, ბათუმის ტრაგედიის საჯარო სამძიმარიც კი. საქმე იმაშია, რომ გარკვეული პერიოდის წინ ჩემი გვერდი გატეხეს და შესაბამისად, გვერდთან წვდომა აღარ მაქვს. უფრო მეტიც – გვერდი საერთოდ აღარ იძებნება, რის გამოც არსებობს ეჭვი, რომ ის ან მთლიანად წაშლილია, ან ჩემი მონაცემები განადგურებულია და გვერდი ასე გაიყიდა ლაიქების დიდი რაოდენობის გამო. ცხადია, ამის შესახებ ვაცნობე ფეისბუკის ადმინისტრაციას და ვცდილობ, აღვიდგინო გვერდზე კონტროლი.

მაგრამ, სანამ ამის შესახებ ოფიციალურად არ გაცნობებთ ამავე მეილით, გთხოვთ, ფეისბუკში გავრცელებული ჩემი ნებისმიერი შინაარსის განცხადება განიხილოთ, როგორც ყალბი, რომელთანაც მე არანაირი კავშირი არ მაქვს. ფეისბუკ გვერდზე კონტროლის აღდგენამდე განცხადებებს გავაკეთებ მხოლოდ საჯაროდ, ან ამ მეილის მეშვეობით.

დიდი მადლობა ყველას თანამშრომლობისთვის. კიდევ ერთხელ ვიზიარებ თითოეული ჩვენგანის საერთო მწუხარებას და სამომავლოდ გისურვებთ მეტ პოზიტიურ ინფორმაციას.

პატივისცემით, დავით ბაქრაძე.” – წერია მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g